
ორბელიანის ფონდი, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აცხადებს იდეების კონკურსს იმერეთის რეგიონში.
კონკურსის მიზანია იმერეთის რეგიონში მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს სამოქალაქო აქტივიზმი და დაამკვიდროს სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კულტურა საზოგადოებაში.
იდეების კონკურსის ეტაპები:
სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაზე – Orbelianimeti.ge ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააგზავნოს ინიციატივა (იხილეთ გზამკვლევი: როგორ გამოვაგზავნო იდეა)
კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ შეირჩევა 10 საუკეთესო ინიციატივა.
კონკურსის მეორე ეტაპზე შერჩეული ინიციატივების ავტორები ჟიურის წინაშე წარადგენენ მათ ინიციატივებს პრეზენტაციის სახით.
კონკურსის მეორე ეტაპის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული 5 ინიციატივა.
იდეების კონკურსის პირობები:
კონკურსში გამარჯვებული ინიციატივის ავტორები დაიწყებენ სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კამპანიებს orbelianimeti.ge-ზე, სადაც მოქალაქეების შემოწირულობებით შეაგროვებენ მათი ინიციატივის სამიზნე თანხის 25%-ს.
ინიციატივია სამიზნე თანხის 25%-ის წარმატებით შეგროვების შემთხვევაში, ინიციატივა დარჩენილ 75%-ს მიიღებს ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით.
იდეის განხორციელებისთვის საჭირო პროდუქტების/სერვისების შესყიდვას აწარმოებს ორბელიანი ფონდი.
თითოეული ინიციატივისთვის დაფინანსება (75%) წარმოადგენს 6 000 ლარს.
იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს (გაითვალისწინეთ, რომ იდეის ავტორი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის), საინიციატივო ჯგუფებს, ორგანიზაციებს.
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ იდეის ავტორების ინიციატივებს, რომლებიც პირველად იღებენ კონკურსში მონაწილეობას.
შეფასების კრიტერიუმები:
წარმოდგენილ იდეებს შეაფასებს სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი ჟიური, რომლის შემადგენლობაში იქნებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ა.შ.
განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
რას სთავაზობს ორბელიანი საქართველო კონკურსის გამარჯვებულებს:
პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება:
საკონკურსო ვადები:
კონკურსის ფარგლებში ინიციატივის გაგზავნის საბოლოო ვადაა 2025 წლის 10 მაისი.
იდეების კონკურსის შესახებ განცხადება შექმნილია ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორბელიანის ფონდი. განცხადების შინაარსი შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის და UNDP-ის შეხედულებებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: Info@orbelianimeti.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე)
ევროპის იმუნიზაციის კვირეული, ყოველწლიურად, აპრილის ბოლო კვირას
ორბელიანის ფონდი, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აცხადებს იდეების კონკურსს იმერეთის რეგიონში. კონკურსის მიზანია იმერეთის რეგიონში მხარი […]
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი