
1998 წლის 24 მარტს, გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ პირველი ნომერი რომ გამოვიდა, ზუსტად და დაბეჯითებით ვიცოდი, რომ სამართლიანი და ბრძოლისუნარიანი მედიაგამოცემის მრავალწლიანი ისტორია დაიწყო.
27 წლის განმავლობაში ბევრ წარმატებასაც მივაღწიეთ და წინააღმდეგობებიც არაერთხელ დავძლიეთ.
ყოველთვის ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით საზოგადოების კვალიფიციურად ინფორმირებისთვის, მოსახლეობის პრობლემების მოგვარების დასაჩქარებლად, მოქალაქეების უფლებების დასაცავად, გადაწყვეტილების მიმღები პირების ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად.
მკითხველებისგან მხარდაჭერა გვაძლიერებს და თავს სანდო, საჭირო და სასარგებლო მედიად გვაგრძნობინებს!
სხვადასხვა პერიოდის ხელისუფლების ძლიერი წარმომადგენლები ყოველთვის თანამშრომლობდნენ ჩვენთან. დამოუკიდებელი მედია ხომ ძლიერი ხელისუფლების საიმედო და ერთგული პარტნიორია, ვინაიდან ხელისუფლებაც და პროფესიონალური მედიაც მოსახლეობაზე ვართ/უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი.
საქმეს რომ დიდი სიყვარულითა და უკიდეგანო ენთუზიაზმით ეჭიდები, წინააღმდეგობები გაძლიერებს! რაც მეტად მძლავრია წინაღობა, უფრო მეტად გიძლიერდება ბარიერების გადალახვისა და დაძლევის უნარი!
რამ შეიძლება, „ჩემი ხარაგაული“ გააჩეროს – მკითხა ახლახან რეგიონული მედიის პრობლემებით დაინტერესებულმა ჟურნალისტმა.
„ჩემი ხარაგაული“ 1932 წელს ხარაგაულში გამოცემული პირველი გაზეთის რედაქციის საუკეთესო ტრადიციების ღირსეულად გამგრძელებელია.
საქმე, რომელსაც „ჩემი ხარაგაულის“ გუნდი, უკვე 27 წელია, ვაკეთებთ, გაგრძელდება მანამ, სანამ ხარაგაულში საზოგადოება იარსებებს.
მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ გუნდის უერთგულეს წევრებს, მკითხველებს, ხელმომწერლებს, რესპონდენტებს, სტატიების ავტორებს, დისტრიბუტორებს; ყველას, ვისაც კი მცირე წვლილი მიგიძღვით 27 წლის „ჩემი ხარაგაულის“ შექმნასა და გაძლიერებაში.
ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, ვეცდებით, ყოველთვის გავამართლოთ თქვენი ნდობა, მხარდაჭერა და იმედები!
ლაურა გოგოლაძე
„ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და რედაქტორი
ფოტოზე – „ჩემი ხარაგაულის“ გუნდის წევრები (არასრული შემადგენლობით) – ნინო კაპანაძე, თამთა გოგოლაძე და ლაურა გოგოლაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ – „ჩემი ხარაგაული“ 25 წლისაა
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ
ლიტერატურული პრემია „საბა 2025“-ის მონაწილეთა
რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხევი-უბისას მონაკვეთზე
„ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა
30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით,