
18 თებერვალს, 14:00 საათზე, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ საჯაროდ წაიკითხა გამოცემის დამფუძნებლის, დაპატიმრებული მზია ამაღლობელის წერილი „ვივამედიდან“ – იგი წერს, რომ „ამ დღეებში“ ექიმების დახმარებით ეცდება კვების განახლებას.
„ამ დღეებში ექიმების დახმარების შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა“, – წერს მზია ამაღლობელი კოლეგებისათვის გაგზავნილ წერილში, რომელიც მან პატიმრობისა და შიმშილობის 38-ე დღეს გამოგზავნა.
„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის“, – წერს ამაღლობელი.
მზია ამაღლობელმა მადლობა გადაუხადა საპროტესტო დემონსტრაციებისას დაკავებულ თემურ ქათამაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს, რომლებიც მისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ და მათაც სთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.
„განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ“, – წერს მზია ამაღლობელი.
„ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძეს მზია ამაღლობელს მადლობა გადაუხადა ამ გადაწყვეტილებისათვის:
„ჩვენ ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე. ძლიერები იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ როგორც მზიას, ასევე ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის“, – თქვა მან.
„მზია უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, რადგან ის არის უკანონო პოლიტპატიმარი“, – განაცხადა ნესტან ცეცხლაძემ რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად.
ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში 2024-2025 სასწავლო
18 თებერვალს, 14:00 საათზე, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ საჯაროდ წაიკითხა გამოცემის დამფუძნებლის, დაპატიმრებული მზია ამაღლობელის წერილი „ვივამედიდან“ – იგი […]
თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში, ორ თვეზე მეტია,
სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების
2025 წლის პირველი თებერვლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში