

დღეს, 28 დეკემბერს, ხარაგაულელები 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და სოლომონ მეფის ქუჩაზე მშვიდობიანი მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტს.
აქცია „ერთობის ჯაჭვი საქართველოში“ დღეს საქართველოს არაერთ ქალაქში გაიმართა.
„ვაპროტესტებთ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას; მოვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, – ეს არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.
29 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობა, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „არჩეული“ პრეზიდენტის ინაუგურაციას გეგმავს.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს.
ხალხი მოითხოვს ახალ არჩევნებს და საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.
მოქალაქეების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.
ფოტოები სოციალურ ქსელში
ვიდეო YouTube-ზე
ვიდეო სოციალურ ქსელში
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი