აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ამბულატორიული კარდიქირურგიის სამსახურის კარდიოლოგი და ქირურგიული პროფილის სტაციონარის უფროსის მოადგილე მარიამ ლომიძე ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კარდიოვასკულური კომიტეტის წევრად აირჩიეს.
ის ამ კომიტეტის წევრად ESC პრეზიდენტმა (2024-2026 წლებში), პროფესორმა თომას ფ. ლუშერმა და დოქტორმა კრისტიან ჯონ ფილდერ კამმა მიიწვიეს.
2024-2026 წლებში მარიამ ლომიძე ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებაში საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებას წარმოადგენს.
ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება (ESC) სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობების ფარგლებში მუშაობას განაგრძობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვაში ინოვაციების დასანერგად.
„ჩვენი ამბიციაა, დავეყრდნოთ ჩვენს ძლიერ მხარეებს. ESC-ს მიზნების მისაღწევად გვჭირდება ადამიანური რესურსი, რომელშიც გაერთიანებულია არამხოლოდ სამედიცინო ცოდნა და პროფესიონალიზმი, არამედ თავდადება საქმისადმი და ინოვაციური ხედვები. ასევე, შეუძლიათ წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებასა და ხელმძღვანელობაში.“ – ნათქვამია მოწვევის წერილში.
ვულოცავთ მარიამს ამ დიდ აღიარებას და შემდგომ პროფესიულ წარმატებებს ვუსურვებთ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი