რა სარგებელს მიიღებს ქართული კულტურა ევროკავშირის წევრობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი და მსახიობი ირინე ჩხეიძე გვპასუხობს:
– ჩვენი ქვეყნის მომავალი აუცილებლად არის ევროპაში, რადგან ქართული კულტურა გახლავთ ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი.
ქართული კულტურის განვითარების გზა აუცილებლად არის ევროპაში. სარგებელი იქნება ის, რომ აუცილებლად იქნება დაცული მისი იდენტობა.
ევროკავშირის დაფინანსებით ბევრი პროექტი ხორციელდება, – მათ შორის კულტურის სამინისტროში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახლახან დასრულდა ევროკავშირისგან დაფინანსებული პროექტი „შემოქმედებითი ინდუსტრიები“, რომელშიც პირადად ვიყავი ჩართული. ასე რომ, ევროკავშირისგან ძალიან ბევრ სიკეთეს ველოდებით.
მინდა აღვნიშნო, რომ ხარაგაული ყოველთვის იყო გამორჩეული საშემსრულებლო ხელოვნებით და სიმღერისადმი სიყვარულით. ეს სიმღერები ხალხში ვრცელდებოდა – მღეროდნენ და თაობიდან თაობას ასე გადასცემდნენ.
მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ხარაგაულში ჩამოვიდა ფრანგი მკვლევარი ივეთ გრემო, რომელმაც პირველად ჩაიწერა ხარაგაულის სიმღერები. ეს არის ხარაგაულის პირველი კავშირი ევროპასთან, როცა ფრანგი მკვლევარი ქალი დაინტერესდა და ჩაიწერა უნიკალური ხალხური სიმღერები.
შემდეგ ხარაგაულის სახელგანთქმული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ივანე (ბიჭიკო) აბაშიძის ხელმძღვანელობით მოგზაურობდა პოლონეთში. ამ გასტროლს ანსამბლის წევრები დღესაც დიდი სიამაყით იხსენებენ. ეს იყო ევროპაში ქართული კულტურის დიდი აღიარება.
მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ხარაგაულის თეატრის დასი ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიგვიწვიეს. ამ ფესტივალში ხუთგზის ვმონაწილეობდით. იქ იყვნენ თეატრალური დასები დანიიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან, ლიეტუვადან, ესტონეთიდან, შვედეთიდან.
დაუვიწყარია ხარაგაულის თეატრის შეხვედრა ბელგიელ მაყურებელთან სპექტაკლით „თანამდევი სული“. ჩვენი თეატრი ბრიუსელში მეუფე დოსითეოზის (ბოგვერაძე) მიწვევით იმყოფებოდა.
ახლაც ამსტერდამში ქართულ თეატრ „ათინათში“ სპექტაკლს ვდგამ.
ევროპაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში მონაწილეობა არის გამოცდილების გაზიარება, ძალიან ბევრის მომცემი, დაფუძნებული პროფესიონალიზმზე. გავეცანით ევროპული თეატრების მუშაობის სტილს, რომელიც მანამდე ნანახი არ გვქონდა. ევროპული გამოცდილება არის ძალიან საინტერესო.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი