ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დღის ბანაკი საზეიმო ღონისძიებით დასრულდა.
ბანაკში მოსწავლეები სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი – „სფინქსი“ (ლიდერი თინათინ შავიძე), „ჯარისკაცები“ (ლიდერი საბა სულაქველიძე), „მაუსები“ (ლიდერი თეკლა ნანიტაშვილი).
შემაჯამებელ ღონისძიებაზე თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა სხვადასხვა საკონცერტო ნომერი, რომლებიც დღის ბანაკში ყოფნის დროს მოამზადეს. მოსწავლეებს სამახსოვროდ სერთიფიკატები გადაეცათ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ბანაკი ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. თითოეული დღე გასართობ-შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული.
ბანაკი დილის 11:00 საათიდან იწყებოდა და 16:00 საათზე სრულდებოდა. ამ დროის განმავლობაში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების გამოყენება ეკრძალებოდათ, რათა ყურადღება სხვა საინტერესო გასართობსა თუ ინტელექტუალურ თამაშზე გადაეტანათ. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის პედაგოგები.
„ბავშვებს ჩვენს დღის ბანაკში მთელი გულით მოუხაროდათ. აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში, – ამბობს მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე – მადლობა ბანაკის თითოეულ მონაწილეს; მათ მშობლებს იმისათვის, რომ ენდობიან მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს, ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ მოსწავლეებისთვის ლამაზი დღეები შეექმნათ.
ბანაკის მონაწილეების კვებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ქუთაისის მოზარდთა სახლი“ უზრუნველყოფდა, ამერიკელი მეგობრების ფინანსური მხარდაჭერით. მათაც მინდა მადლობა გადავუხადო. ბანაკი მომავალ წელსაც გაგრძელდება, რადგან როდესაც ბავშვების აციმციმებულ თვალებს ხედავ, გინდა ეს კიდევ მრავალჯერ იხილო“.
„დღის ბანაკი 2024“-ში 45 მოსწავლე მონაწილეობდა. მათი ასაკი 12-დან 14 წლამდე მერყეობდა.
ლიკა ხიჯაკაძე
ავტორის ფოტოები
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი