

იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტიდან, 93 საჯარო სკოლის მონაწილეობით „USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის“ აკადემიური წლის შედეგების საპრეზენტაციო შეხვედრა გაიმართა 29 მაისს ქალაქ ქუთაისში.
შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული იმერეთის რეგიონის 93-ვე პარტნიორი სკოლა, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი მედია ორგანიზაციები და ადგილობრივი ბიზნეს სექტორი. ასევე პროექტის განმახორციელებელი PH-international და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ პროგრამის ფარგლებში შექმნილი გეიმიფიცირებული პროგრამის „ღია თვითმმართველობის“ გამარჯვებულები და გამოვლინდა იმერეთის რეგიონში 2024 წლის საუკეთესო მოსწავლეთა თვითმმართველობა.

ღონისძიებაზე პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასული აკადემიური წლის შედეგებზე.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. იმერეთში ამ პროგრამის რეგიონული პარტნიორია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“.
ფოტორეპორტაჟი სოციალურ ქსელში
გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ
„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ
2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა იწყება.
4 ნოემბერს ევროკომისია 2025 წლის გაფართოების პაკეტს მიიღებს.
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს