იურისტი საბა ბრაჭველი „გამჭვირვალობის“ კანონზე ვენეციის დასკვნის შესახებ კომენტარს აკეთებს:
„ვენეციის კომისიის შეფასებით:
ამ კანონს გააჩნია „უამრავი მსგავსება“ რუსეთში, ყირგიზეთში, უნგრეთსა და რესპუბლიკა სრბსკაში ინიცირებულ კანონებთან;
განმარტებით ბარათში მითითებული ამერიკული, ავსტრალიური და ისრაელური კანონებისგან მას „რამდენიმე საკვანძო განსხვავება“ განასხვავებს;
კანონის მიღების პროცესში ხელისუფლებამ არ გაასაჯაროვა მასში შეტანილი სიღრმისეული ცვლილებები. კომისია მძიმე შეშფოთებას გამოხატავს „გამჭვირვალობის ამგვარი არარსებობის“ გამო;
საბოლოო ჯამში, კომისია მტკიცედ სთხოვს მთავრობას ამ ფორმით კანონის გაუქმებას, რაკი კანონი მნიშვნელოვნად აზიანებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, პირადი ცხოვრების უფლებას, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას და დისკრიმინაციის დაუშვებლობას, აზიანებს ღია და საჯარო დებატების გამართვის შესაძლებლობას, პლურალიზმსა და დემოკრატიას.
ვენეციის კომისია კანონის გაწვევას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ითხოვს. რუსულ კანონთან დაკავშირებით გაკეთებული არაერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომლითაც კანონი გასაუქმებელია, მის შინაარსზე ყველანაირ ეჭვს უნდა სპობდეს. კანონი რუსულია და ის გამოსწორებას არ ექვემდებარება“, – წერს იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში.
დასკვნა სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი