არაერთი ხარაგაულელი კარგად იცნობს ვახტანგ კობალაძეს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელს.
2018-2023 წლებში, ვახტანგ კობალაძის ჩართულობით, ხარაგაულის საზოგადოებისთვის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა – მომხმარებელთსა უფლებების დაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ხარაგაულში ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა 2023 წლის 9 აგვისტოს გაიმართა.
„ვინც მიცნობთ და ამ პოსტს წაიკითხავთ, ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ. მე საერთოდ ცუდ სიზმარში მგონია თავი, – დაწერა სოციალურ ქსელში ვახტანგ კობალაძემ, – საქმე ისაა, რომ წუხელ გამომიშვეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან,
საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია დავმალო ის, რაც ამ დღეებში გადამხდა. იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს, რა მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა ჩავარდნილი.
1 მაისის ღამე რომ თენდებოდა, რუსთაველზე ვიყავი, აქციაზე. მდგომარეობა პერიოდულად იძაბებოდა, პოლიცია ისროდა ცრემლსადენ ყუმბარებს. შემდეგ გარკვეული დროით წყნარდებოდა ყველაფერი. ერთ-ერთი მშვიდი მონაკვეთის დროს სპეცრაზმთან ახლოს მივედი, ხალხის ჯგუფთან ერთად.
ზოგიერთი ადამიანი ელაპარაკებოდა სპეცრაზმის წარმომადგენლებს და მოუწოდებდა, ხალხის წინააღმდეგ არ წასულიყვნენ. მოულოდნელად სპეცრაზმის წევრები ორ კაცს დაესხნენ თავს. ეს არ იყო არც დაკავება და არც დაშლა! დაესივნენ ორ ადამიანს, უმოწყალოდ დაუწყეს ცემა, ძირს დავარდნილებსაც არ ინდობდნენ.
გულმა ვეღარ მომითმინა და ერთ-ერთი კაცის გამოთრევა ვცადე. თუმცა, მაშინვე დამიჭირეს, მეც ცემა დამიწყეს, თავიანთი განლაგების უკან გადამათრიეს, მიწაზე დამაგდეს და წაქცეულსაც მირტყეს. მერე მიკროავტობუსში ჩამსვეს, სხვა დაკავებულებთან ერთად.
გვლანძღავდნენ, გვაგინებდნენ, დაგვცინოდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა კიცხვა დამიწყო, რატომ აწყობთ აქციასო. პასუხი გავეცი, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. თუმცა, მის გვერდით მდგომმა მეორე პოლიციელმა პირდაპირ სახეში გამარტყა მუშტი.
მცირე დაზიანებები მაქვს, მაგრამ, საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი. ძალიან გამიმართლა.
სამაგიეროდ, ჩემთან ერთად დაკავებული 3 კაცი, საშინელ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. დასისხლიანებული და დასიებული სახეები, ჩამტვრეული ნეკნები…
ქურთუკის სახელო თავიდან ბოლომდე სისხლით დამესვარა. ჩემს გვერდით მჯდომ ახალგაზრდა კაცს ზურგზე დიდი ჭრილობა ჰქონდა და სისხლი სდიოდა, კბილებიც ჩამტვრეული ჰქონდა. პოლიციელებს ვთხოვდი მისთვის სასწრაფო გამოეძახათ, მაგრამ არ დამიჯერეს.
დაახლოებით ნახევარი საათი ვისხედით მიკროავტობუსში. შემდეგ დაიწყეს ჩვენი გადაყვანა პოლიციის განყოფილებებში.
ოქმში ჩამიწერეს, თითქოს ვიგინებოდი და პოლიციას არ დავემორჩილე. შემდეგ გადამიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში, იქ 48 საათი გამაჩერეს და წუხელ ღამის 3 საათზე გამომიშვეს. ახლა ველოდები სასამართლოს.
აი ასე გადამიხადა მადლობა საქართველოს ხელისუფლებამ კანონმორჩილ, მშვიდობიან მოქალაქეს, 26 წლის განმავლობაში ქვეყნისათვის გაწეული სამსახურის გამო…
თუმცა, ჩვენ არ გვეშინია! ჩვენ არ ვჩერდებით!
არა რუსულ კანონს! კი ევროპას! – წერს ვახტანგ კობალაძე სოციალურ ქსელში.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი