ახლა დაახლოებით იმავე გზაგასაყართან ვართ, სადაც უკრაინა 2014 წელს იყო. მაშინ იანუკოვიჩს ერთ მხარეს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჰქონდა, მეორე მხარეს კი – რუსეთი, რომელიც აირჩია. ჩვენს ხელისუფლებას ახლა ერთ მხარეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი აქვს, მეორე მხარეს კი – რუსული კანონი და ამერიკული სანქციები.
ამჯერად ამერიკამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ არჩევანი მკაფიოზე მკაფიო გამხდარიყო. ნამდვილი MEGOBARI აღმოჩნდა ხალხისთვისაც, ვისაც გვეხმარება, არჩევნებამდე რუსული კანონის გარეშე მივიდეთ, და ხელისუფლებისთვისაც, ვისაც ახლა შეუძლია სახე შეინარჩუნოს და თქვას, თავიდანვე ეს ჩანაფიქრი მქონდა, ამის გამო ვცემდი, ვიჭერდი და ვაგინებდი ხალხს, დაგპრენკეთო. გლობალური მასონების პარტიას ვისაც აჯერებენ, ამასაც ჩაროზად ჩააკოკლოზინებენ.
ამ ქვეყნის დამლომბარდებელმა 29-ში თქვა, იანუკოვიჩი არ ვარო. ამ სიტყვების სიღრმე ახლა გამოჩნდება. ფიქრიც არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს, თუ არასწორ კაბელს გადაჭრიან. უკრაინაში მართლა გაყოფილი მაინც იყო საზოგადოება, ჩვენთან კი ერთ დაძახილზე ათეულობით ათასი ადამიანი გამოდის გარეთ დასავლური კურსის შესანარჩუნებლად. ამიტომაც გადადგა ამერიკამ ეს ნაბიჯი – მათაც დაინახეს ქუჩაში გამოსული შეუდრეკელი, მებრძოლი ხალხი. და რომ ეს ხალხი წასვლას არსად არ აპირებს. აქ ვაპირებთ ცხოვრებას. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენი იქნება სულ.
სამშაბათის დილა გათენდა. ბრიფინგის დროა. ბრიფინგის, სადაც რუსული კანონის კიდევ ერთხელ ჩაგდება უნდა დაანონსდეს. ქვეყნის ამოსუნთქვის და წიწილების შემოდგომაზე დათვლის დროა.
იურისტი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი