საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გამართა. წელს პირველად, ქვეყანამ ეს დღე უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით აღნიშნა. ღონისძიებას ათასობით ადამიანი შეუერთდა. ღონისძიება ოფიციალურად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მთელი დღის განმავლობაში, ყველა ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი აქტივობები იყო წარმოდგენილი. წლევანდელ ღონისძიებას რეკორდული რაოდენობის – 15 000-მდე მონაწილე ჰყავდა, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მტკიცე მისწრაფებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტუმრებს საკუთარი კულტურა და ტრადიციები გააცნეს, სახალისო და ინფორმატიული ქვიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. გაიმართა სიმღერისა და ცეკვის წარმოდგენებიც.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლებმა საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგები წარადგინეს და იმ სარგებელზე ისაუბრეს, რომელსაც ამ პროექტების დახმარებით მოქალაქეები იღებენ. გამოფენა–გაყიდვა გამართეს იმ მეწარმეებმა, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით ისარგებლეს, საკუთარი ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს ან უკვე არსებული გააფართოვეს და ახლა ეკონომიკურ გაძლიერებაში სხვებსაც ეხმარებიან. ამ სივრცეში მათ მიერ წარმოებული ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსიები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ევროკავშირის ღირებულებები, ეკონომიკა, განათლება, კულტურისა და გარემოსდაცვითი ინიციატივები, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. პანელის სტილის საუბრებს წამყვანი დავით გორგილაძე უძღვებოდა.
მცირეწლოვანი სტუმრებისთვის კი „ექსპო ჯორჯიას“ გარე სივრცეში გაშლილ კარავში თოჯინების თეატრი მოეწყო და გაიმართა წარმოდგენა „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“.
ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას უამრავი ადამიანი დაესწრო, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ, სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებში ჩართულიყვნენ, აგრომარკეტ „უნიკალური ქართული გემოს“ ფარგლებში კი ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია და კერძები დაეგემოვნებინათ.
ევროპის დღის შესახებ:
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს. შედეგად, უკვე 74 წელია, რეალობადქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყანის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი