

ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლე ნიცა ზუმბაძე ხელოვნების აკადემიის მიერ ორგანიზებული ბახის სახელობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია.
ნიცამ ამ კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა.
სამუსიკო სკოლის დირექტორის, ლალი ალექსიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ეს ეროვნული კონკურსი წელს მეშვიდედ გაიმართა და მასში ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სამუსიკო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსს ამჯერად წყალტუბო მასპინძლობდა.
„ნიცამ ბახის ორხმიანი ინვენცია და შუმანის თეატრის გამოძახილი შეასრულა, – ამბობს ლალი ალექსიძე, – ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ პიანისტები – ვალერიან შიუკაშვილი, დუდანა მაზმანიშვილი, მუსიკოსი ნოდარ მდივანი, წყალტუბოს სამუსიკო სკოლის დირექტორი მარინა კვერნაძე.
ნიცას გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა. ვულოცავთ ნიცას და მის მასწავლებელ დარეჯან გვაძაბიას ამ წარმატებას“.
ბახის სახელობის ეროვნული კონკურსის გალა კონცერტი და დაჯილდოება წყალტუბოში 21 მარტს გაიმართება.
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს გარემოს