

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტმა ლიზა ბარბაქაძემ ბრიტანეთის საელჩოსგან გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ერთი დღით ბრიტანეთის ელჩის მოვალეობას შეასრულებს.
„ამ კონკურსის შესახებ ინფორმაცია ლექტორმა გაგვიზიარა, – ამბობს ლიზა, – კონკურსი ქალების წახალისებას და გენდერული საკითხების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კონკურსანტებს ინგლისურ ენაზე უნდა დაგვეწერა თემა – რომელ ბრიტანელ ქალს გვინდა შევხვდეთ, რატომ და ვინ არის ჩვენი ცხოვრების შთაგონების წყარო.
მე დავწერე კარენ ფიერსზე, რომელიც გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელია; ასევე დავწერე, რომ ჩემი შთაგონების წყაროა ჩემი პედაგოგი ბებია, რომელმაც მრავალი თაობა აღზარდა. გავიმარჯვე და 7 მარტს შევასრულებ ბრიტანეთის ელჩის მოვალეობას, გავეცნობი მის საქმიანობას.
ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა და ძალიან გახარებული ვარ. ბრიტანეთის ელჩს – მარკ კლეიტონს ადრეც შევხვდი, როცა ამ საელჩოს ერთ-ერთ კონკურსში გავიმარჯვე. მაშინაც ვუთხარი და ახლაც მინდა მივაწოდო იდეა, რომ ხარაგაულში ჩამოვიდეს“.
ვულოცავთ ლიზას ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ. ლიზა ბარბაქაძე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლისა და „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო
იმ მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის, რომლებიც შენობების
საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2026 წლის
როგორ შეიცვალა ხარაგაულელების ეკონომიური მდგომარეობა
საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში