

დღეს, 5 თებერვალს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებული მედალოსნები დააჯილდოვეს.
მედლები 39-მა ახალგაზრდამ დაიმსახურა. ისინი დღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან და როგორც თავად აღნიშნეს, სწავლას წარმატებულად, დიდი პასუხისმგებლობით აგრძელებენ.
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, სკოლების დირექტორებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს, ახალგაზრდებს წარმატებები და სტუდენტობის შემდეგ საქმიანობის ხარაგაულში გაგრძელება უსურვეს.
თავის მხრივ ახალგაზრდებმა მასწავლებლებს, სკოლების დირექტორებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადეს მათზე გაწეული შრომისთვის.
მედლებით დაჯილდოვდნენ:

მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს გარემოს