25 დეკემბრის, 11:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ავარიულად გამორთულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები „ხარაგაული“, „საქასრია“, „ლეღვანი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს დაბა ხარაგაულს და მუნიციპალიტეტის სოფლებს.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგიდან“ მოწოდებული ინფორმაციით, როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რომ დაზიანებების აღმოფხვრა ოპერატიულად მოხდეს.
აღმოსავლეთ საქართველოდან ტექნიკური ბრიგადები უკვე წამოსული არიან, რომ ადგილობრივ პერსონალს დაეხმარონ აღდგენით სამუშაოებში.
გათიშვა გამოწვეულია დასავლეთ საქართველოში ამჟამად არსებული მეტეოროლოგიური პირობებით. დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, მოტეხილმა ხეებმა გაწყვიტა კაბელები. მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა. ამჟამად არსებული მონაცემებით, დღის მეორე ნახევრისთვის დაბა ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლებისთვის დენის მიწოდება აღდგება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი