
ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) 2024 წლის ნაცვლად — როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი — 2025 წლის შუა პერიოდიდან ამუშავდება.
ამ დროიდან დაწყებული, იმ 60-ზე მეტი ქვეყნის 1.4 მილიარდამდე მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა აქვს, შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსზე გასამგზავრებლად ETIAS-ის სამგზავრო ნებართვა დასჭირდება. ევროკავშირის ეს ახალი მოთხოვნა საქართველოსაც შეეხება.
ETIAS არის ონლაინავტორიზაცია და არა — ვიზა.
ETIAS-ის მოქმედი ავტორიზაცია 180 დღის პერიოდში ევროპის 30 ქვეყანაში 90 დღით გაჩერების უფლებას იძლევა.
ETIAS-ის მისაღებად პირს უნდა ჰქონდეს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედი პასპორტი. მან უნდა მიუთითოს თავისი მეილი, შეავსოს ონლაინგანაცხადი და გადაიხადოს 7 ევროს ღირებულების გადასახადი.
ETIAS -ს მხოლოდ ერთი ოფიციალური ვებსაიტი აქვს: europa.eu/etias. განაცხადის ფორმა ამ საიტზე სისტემის ამუშავებისთანავე დაიდება.
წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საზოგადოებრივი აზრის
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი