

იმერეთის რეგიონში სათავგადასავლო ტურიზმის მდგრადი განვითარების კონცეფციის შესამუშავებლად, იმერეთის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.
იმერეთში სათავგადასავლო ტურიზმის მდგრადი განვითარების ხუთწლიანი გეგმის შემუშავებას, „იმერული ტურიზმის კლუბი“, „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“(DMO Imereti) დაკვეთით, იწყებს.

საჩხერისა და ჭიათურის შემდეგ, დღეს, 18 აგვისტოს, საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა.
შეხვედრაზე „იმერული ტურიზმის კლუბის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე პაიკაძემ აღინიშნა, რომ 2023 წლის ბოლომდე მომზადდება დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის სათავგადასავლო ტურიზმის პერსპექტივა. ამ პროექტის სწორად განხორციელებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და მათი იდეების მოსმენა.
იმერეთის რეგიონში სათავგადასავლო ტურიზმის მდგრადი განვითარების კონცეფციის შესამუშავებლად, მეორე საინფორმაციო შეხვედრა სექტემბერში გაიმართება.
დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში ეკომიგრანტების სტატუსით კომპენსაციის მიღების
საქართველოს საპატრიარქოსგან გავრცელებული
ლაშე-ღვერკის მიმდებარედ, მდინარე ყარნებას შეგუბებული მონაკვეთის კონტროლისა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში მეწყერიდან
დღეს, 3 ივნისს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ