

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის საავადმყოფოში დაიღუპა 11 წლის ხუნეველი მოზარდი, რომელმაც გუშინ თვითმკვლელობა სცადა.
თვითმკვლელობის ფაქტს შეესწრენ მოზარდის უმცროსი და-ძმები, რომელთა შეტყობინებითაც ბავშვი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ჯერ ბორითის კლინიკაში, შემდგომ კი რეანიმობილით – ქუთაისში.
ექიმები აღნიშნავდნენ, რომ მოზარდის მდგომარეობა უიმედო იყო.
დაღუპული მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, ჰყავს ორი უმცროსი ძმა და ერთი და.
მოზარდის ოჯახი სოციალურად დაუცველია.
ოჯახის ახლობლებისა და ბავშვის დაწყებითი კლასების მასწავლებლის თქმით, მოზარდის მშობლები მშრომელი და გამრჯე ადამიანები არიან. მამა მუშაობს ბათუმში. დედა ზრდიდა ოთხ შვილს და მეუღლესთან ერთად უძღვებოდა პირად მეურნეობას.
ახლობლების თქმით, ბავშვი იზრდებოდა მშვიდ და მოსიყვარულე გარემოში. მზრუნველობდა უმცროს და-ძმებს. სკოლაში გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევითა და სწავლით. უყვარდათ თანაკლასელებს. მშობლები ხელს უწყობდნენ, რომ აქტიურად ყოფილიყო ჩართული ყველანაირ სასკოლო აქტივობებში.
ლელა გრიგალაშვილი, ბავშვის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ამბობს, რომ ხუნევში ყველა გაოცებულია და ვერავინ ხსნის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“