

ამ პეტიციის ადრესატია საქართველოს რკინიგზა, საქართველოს მთავრობა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გამყოფი რაიონია, რთული გეოგრაფიული პირობებით გამოირჩევა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო და თბილისი-ბათუმის სარკინიგზო გზა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო სარკინიგზო ქსელის ნაწილია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ორი საუკუნეა, მნიშვნელოვნად ემსახურება საქართველოს, როგორც ეკონომიკური, ისე საყოფაცხოვრებო მიზნების უზრუნველსაყოფად და ატარებს მნიშვნელოვან ტრანსპორტს.
დღეს კი, ჩვენი ბუნების ფაქტობრივი განადგურების ხარჯზე, საქართველოს რკინიგზა აწარმოებს ფართო გზის მშენებლობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ეს ცვლის რაიონის ბუნებრივ იერსახეს. ბუნებრივია, მით უმეტეს, ამ პირობების გათვალისწინებით, ადგილობრივებს აქვთ მოთხოვნა, კომფორტულად სარგებლობდნენ რკინიგზით და არ ექმნებოდეთ კომუნიკაციის პრობლემა.
ვაჟღერებ ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილის წუხილს და მოვითხოვ, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით მოხდეს რკინიგზასთან მოლაპარაკება თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის აღდგენასთან დაკავშირებით და ასევე ხაშური-ზეატაფონის ელექტრომატარებლის შუადღის რეისების დამატების თაობაზე“, – ნათქვამია ამ პეტიციაში.
„ჩემი ხარაგაულის“ ძვირფასო მკითხველებო, ვისაც გსურთ, რომ აღდგეს ხაშური-ზესტაფონის მატარებლის შუადღის რეისები და თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის მოძრაობა, გადადით ბმულზე და დააფიქსირეთ თქვენი ხელმოწერა.
სულ 10 000 ხელმოწერაა საჭირო.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი