დღეს, 20 ივნისს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარმატებულ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2022-2023 სასწავლო წელს სასკოლო და სკოლისგარეშე აქტივობებით გამორჩეული პედაგოგები და ახალგაზრდები შეარჩიეს. მათ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, კონკურსებში ჩართულობით სკოლას დიდი წარმატება და სარგებელი მოუტანეს.
ღონისძიებაზე „2022 წლის დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო“ ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის ყოფილ პედაგოგს, ინესა კელენჯერიძეს გადაეცა.
რაში მდგომარეობს ჩემი წარმატების ფორმულა,რა გავაკეთე, რატომ და რისთვის, რა გეგმები მაქვს სამომავლოდ, – ამ საკითხზე ისაუბრეს და პრეზენტაციები წარმოადგინეს მზეო ბერაძემ (ხიდრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი), ვერა ოდოკაძემ (მარელისის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი), ელენე მელქაძემ (კიცხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი), მაია ბარბაქაძემ (ბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი), სოფო ლომიძემ (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი), თეა ტალახაძემ (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი), ელისო არჯევანიძემ (კიცხისა და ვარძიის საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი).
ამ შეხვედრაზე საკუთარ წარმატებებზე ისაუბრეს ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავლემ შოთი წიქარიშვილმა და ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ჩაჩანიძემ.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ ასეთი შეხვედრა ტრადიციად დამკვიდრდება.
ღონისძიების მონაწილეებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ამ ღონისძიების ამსახველ ვრცელ მასალას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
ფოტოზე: წარმატებული მასწავლებლები და მოსწავლეები ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს მარინა ვეფხვაძესთან და განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძესთან ერთად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი