პანდემიით გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ, წელს, ევროპის დღე თბილისში კვლავ მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნება.
6 მაისს „ექსპო ჯორჯია“ იქცევა სივრცედ, სადაც შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოში. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა მოგეცემათ, გაერთოთ, დააგემოვნოთ გემრიელი კერძები და მიიღოთ დაუვიწყარი გამოცდილება!
მცირე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოთ ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღეს:
ოფიციალური გახსნა – 14:00 (მე-3 პავილიონი)
საუბრები „ჩემი ევროპა“ (16:00-18:00, პავილიონი 3): მოისმინეთ ცნობილი ადამიანების ინსპირაციული გამოსვლები, რომლებიც მოგიყვებიან, თუ რა არის ევროპა მათთვის.
ევროსოფელი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად (12:00-18:00, პავილიონი 5): აღმოაჩინეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მრავალფეროვნება და კულტურა და შეხვდით მათ წარმომადგენლებს.
ახალგაზრდული სივრცე „საქართველო და ევროპა“ (12:00-18:00, პავილიონი 6): შეხვდით ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს, გაეცანით საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ ახალგაზრდების ხედვებს და იდეებს.
ევროკავშირის სივრცე (12:00-18:00, პავილიონი 11): ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლებისგან მიიღეთ ინფორმაცია მათი პროექტების საქმიანობისა და შედეგების შესახებ. ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ გასართობ თამაშებში, ფერწერულ აქტივობებში, ისიამოვნონ თოჯინების თეატრის წარმოდგენით და მრავალი სხვა.
აგრობაზარი: უნიკალური ქართული გემო (12:00-18:00, მე-11 პავილიონის ეზო): დააგემოვნეთ ჩვენი პროექტების ფარგლებში მხარდაჭერილი ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების მიერ წარმოებული ღვინო, ყველი და უამრავი სხვა პროდუქტი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე და თვალი ადევნეთ Facebook გვერდს…
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.