ვის შეუტევს, თუ არა ჭკვიან და სიმართლისმთქმელ კალამს ბოროტების მანქანა. რაღაცები არასდროს იცვლება, სხვისი ცხოვრების გაშავების მცდელობისა და ბნელი ამბების შემთხზველებისთვის კი, როდის იყო, დროს თავისი ადგილი არ მიეჩინა, – წერს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი ელენე რუსეცკაია.
წლებია, ქალებისა და მათი ოჯახების გაძლიერებისთვის ვმუშაობ და მაინც, ვერ ვიფიქრებდი, რომ საზოგადოების სიყვარულით ძლიერი, აღუწერელად ჭკვიანი და განათლების გამავრცელებელი კაცების დაცვა დამჭირდებოდა.
„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ გუნდი ვერ იქნება მდუმარე მაშინ, როცა ტროლ-ბოტების სამიზნე, ვისი დაკვეთითაც არ უნდა იყოს, არიან დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე და დავით გორგილაძე.
კარგად იცით, რომ „ნაცობა“ და „ქოცობა“, ჩვენი გუნდისთვის, არსებითი არასდროს ყოფილა და ვინც არ უნდა იყოს ამ უსამართლო კამპანიის დამკვეთი, სინდისი არ აქვს, სამართლიანობის განცდა არ გააჩნია. სხვისი ცხოვრების გაშავებაზე დახურდავება საკუთარი ცხოვრების არქონას ნიშნავს.
მოვუწოდებ, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას იყოს კორექტული და ნუ გადავა სეირის ყურებით ტკბობის რეჟიმზე. ამ ადამიანების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ისინი თავად მოდიან თქვენამდე და ცდილობენ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.
მოვუწოდებ მუნიციპალიტეტებს, გამოხატონ სწორი პოზიცია და სამადლობელი მხარდაჭერა გამოუცხადონ ადამიანებს, რომლებიც ზოგჯერ და ხშირად, ყველაზე პირველები ჩადიან ხოლმე სოფლად, ახალგაზრდებს სწორ გზას აჩვენებენ, აყენებენ ამ გზაზე და გზის ბოლოსაც ახალი თაობის გვერდით არიან. ახალი თაობისთვის წერენ, მოღვაწეობენ, შთააგონებენ მათ.
მივმართავ ომბუდსმენს, არ გაჩუმდეს და იმოქმედოს მაშინ, როცა ადამიანები მოსაზრების ნიშნით იდევნებიან და მათზე ზეწოლა ხორციელდება.
ცილისწამების ტალღას ერთად თუ არ დავუპირისპირდით, ის თითოეულ ადამიანამდე მიაღწევს და უფრო და უფრო მღელვარე და დაუნდობელი გახდება. ამ მანქანის პირისპირ ერთად ვართ ძლიერები და არა ცალ-ცალკე.
ჩვენი მხარდაჭერა გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze Dato Gorgiladze დათო ტურაშვილს, – სოციალურ ქსელში წერს ელენე რუსეცსაია.
შეგახსენებთ, რომ მწერალი დათო ტურაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში მე-17 სართული“ გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ამავე თემაზე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.