ამ წუთებში პარლამენტში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ განხილვაზე არ უშვებენ.
ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს:
– პარლამენტში, სადაც წესით უნდა ჰყვაოდეს ქართული დემოკრატია, დღე ს მის გადასარჩენად კი არ უნდა გვქონდეს საქმე, არამედ საზოგადოება უნდა ვმსჯელობდეთ, როგორ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ უსაფრთხოებისა და თავისუფლებისკენ.
დღეს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განსახილველად გააქვთ პრორუსული კანონი და დასასწრებად არ უშვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ვაკრიტიკებთ და ვეწინააღმდეგებით ამ კანონპროექტს, იმის მიუხედავად, რომ დარბაზში ყოფნის სრული უფლება გვაქვს.
ჩუმად და მოულოდნელად დარბაზში შეუშვეს „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები. ეს კანონის დარღვევაა, მაგრამ ახლა ამ საკითხში აღარ შევდივარ.
რეალურად ჩვენ საფრთხეს ვხედავთ. ეს მარტო არასამთავრობო სექტორისა და ჟურნალისტების პრობლემა კი არ არის, ეს ყველა მოქალაქეს ეხება, – ეს არის მცდელობა, საქართველოში დაამყარონ დიქტატურა და თუ არ გინდათ, რომ ეს მოხდეს, იყავით ჩვენს გვერდით.
გეგმა არის წინააღმდეგობა ყველგან, ვისაც როგორ შეუძლია. თავისუფლებაზე შეტევა ბევრ კოცონს აანთებს ამ ქვეყანაში და დაწვავს ყველას, ვინც იქნება თავისუფლების წინააღმდეგ. ავანგარდში იქნება საქართველოს თავისუფლების იდეა და ავანგარდში იქნებიან საქართველოს მოქალაქეები.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი