3 აპრილიდან ხარაგაულის „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და მერიის კულტურის სამსახურთან თანამშრომლობით, ახალგაზრდულ ფესტივალს „გაზაფხულის ხარაგაული“ იწყებს.
ეს ინფორმაცია „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა დღეს, პირველ მარტს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შეკრებილ სკოლის დირექტორებს გააცნო.
ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ 17 მაისამდე გაგრძელდება და როგორც მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით, ინტელექტუალური, სპორტული, სათავგადასავლო, სალაშქრო და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
– 3 აპრილს ფესტივალი „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსით დაიწყება, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ამ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა ხუთწუთიანი პროგრამა უნდა წარმოადგინონ. სკოლების გუნდებს „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის“ ქართული ლიგის 2022 წლის გამარჯვებული ხარაგაულის გუნდის „ჭირიმეს“ წევრები პროგრამის დახვეწაში დაეხმარებიან.
ამ კონკურსზე ხარაგაულში ქართული ლიგის დამფუძნებლებს ველოდებით.
ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში გაიმართება ინტელექტუალური შეჯიბრება „რჩეული“, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველაზე ინტელექტუალურ მოსწავლეს გამოავლენს.
ფესტივალის რამდენიმე ღონისძიება ზონალურად გაიმართება. ღონისძიებების დებულებასა და პროგრამას უახლოეს დღეებში გავასრულყოფილებთ და სკოლების დირექციებს მივაწვდით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში ძალიან ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები სწავლობენ. მათ წარმოჩენასა და ფართო ასპარეზზე გამოსვლას ხელი უნდა შევუწყოთ.
იმედია, „გაზაფხულის ხარაგაული“ ბევრ საინტერესო და შინაარსიან ღონისძიებას შემოგვთავაზებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ ახალგაზრდული ფესტივალი მუნიციპალიტეტში სასკოლო ცხოვრებას გამოაცოცხლეს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, – განსაკუთრებით, პანდემიის გამო ჩაკეტილობის შემდგომ, – მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.