

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში ისლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და 80:77 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით, 43:42 დათმო. მატჩმა დაძაბულობა ბოლო წამებამდე შეინარჩუნა. საბოლოოდ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მატჩი დაძაბულ ბრძოლაში 80:77 დათმო.
მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ქართველმა კალათბურთელებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მსოფლიოს 32 საუკეთესო გუნდთან ერთად, ასპარეზობის უფლება.
ქართველი კალათბურთელები პლანეტის პირველობაზე 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში იასპარეზებენ.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის