ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარმა დაბა ხარაგაულში ერთ მეტრს, ხოლო სოფლებში 1,30 მეტრს მიაღწია.
ამის გამო ყველა სოფელში გზის გაწმენდის საჭიროებაა. თოვლის დიდი საფარის გამო მაღალი გამავლობის მანქანებიც კი ვეღარ მოძრაობენ.
„გზებს ეტაპობრივად ვწმინდავთ, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – იმდენი ტექნიკა არ გვაქვს, რომ გზა ყველა სოფელში ერთდროულად იწმინდებოდეს. გზა გუშინ საღამოს რომ გაითოვლა, დღეს უკვე გასაწმენდია, ტექნიკა კი სხვა სოფელშია გადაყვანილი.
ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოქალაქეების სამართლიან გულისწყრომას იწვევს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მერია ყველაფერს აკეთებს პრობლემების აღმოსაფხვრელად. მუნიციპალიტეტის მასშტაბით რაც კი ტექნიკა არსებობდა, მათ შორის ნაქირავებიც, ჩართულია სამუშაოებში. არ გავჩერებულვართ. რა შესაძლებლობასაც ამინდი გვაძლევს, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ.
ამჟამად ტექნიკა, გზებს თოვლის სარგვეშში, ლეღვანში, ჩხერში, ჯაფაროულში, ძირულას ხეობის სოფლებსა და მოლითის თემში, დაბა ხარაგაულში ცენტრალურ გზას გრეიდერით ვწმინდავთ.
სოფლებში წლების განმავლობაში გზები მუხლუხოიანი ტრაქტორებით იწმინდებოდა. ეს ტექნიკა დღეს მოძველებულია და უმრავლესი მათგანი კერძო საკუთრებაშია. ჩვენ მზად ვართ, გზების გათოვლაში ყველა ჩავრთოთ და მეპატრონეებმა ანაზღაურებაც მიიღონ, თუმცა ეს ტექნიკა ხშირად გამოდის მწყობრიდან. საბურავებიან ტექნიკას, რელიეფიდან გამომდინარე, მუშაობა უძნელდება. ასეთ სიტუაციაში ვართ, როგორც და რა საშუალებითაც შეგვიძლია, ვმუშაობთ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი