

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის კლინიკის კლინიკური მენეჯერი დიმიტრი კოჩაძე, 20 თებერვალს ბენეფიციარებს უფასო სამედიცინო აქციაზე იწვევს.
კონსულტაციას ქ. თბილისის შპს „ზურაბ ტყეშელაშვილის სახელობის ტრავმატოლოგია ორთოპედიის ცენტრის“ სპეციალისტები ჩაატარებენ. ექიმი ანგიოლოგი/ანგიოქირურგი – ოთარ ფილიშვილი, ექიმი ნეიროქირურგები – ველოდი გახარია და ალექსანდრე კორძაძე.
შეგიძლიათ გვეწვიოთ, თუ თქვენთვის ნაცნობია შემდეგი სიმპტომები:
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტიდან გაუსვლელად, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის კლინიკაში მიიღოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების უფასო კონსულტაცია, საჭიროებისამებრ ადგილზე ჩაიტაროთ საჭირო ლაბორატორიული ან/და ინსტრუმენტული კვლევა. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების დიაგნოსტიკის შემდეგ ადგილზე მოხდება სამკურნალო-პრევენციული ღონისძიებების შერჩევა და დაგეგმარება.
უფასო კონსულტაციის დღეს, მერიის ორგანიზებით, მიკროავტობუსები პაციენტებისათვის უსასყიდლოდ იმოძრავებს ხარაგაულის რამდენიმე სოფლიდან; კერძოდ: ვარძიიდან, წყალაფორეთიდან, კიცხიდან, ხიდრიდან და დაბა ხარაგაულიდან.
ხარაგაულის სამედიცინო ცენტრი მადლობას უხდის შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორს ბატონ – გიორგი აბაიაძეს, შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დირექტორს ქალბატონ ნანა მგალობლიშვილს, მოწვეულ სპეციალისტებს, ადგილობრივ მერიას და ხარაგაულის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისის თავმჯდომარეს ბატონ შმაგი ხიჯაკაძეს, გაწეული დახმარებისთვის.
ხარაგაულის სამედიცინო ცენტრი
დღეს, 2026 წლის 15 სექტემბერს, ირაკლი კობახიძემ საქართველოს კულტურის
დღეს, 15 სექტემბერს, ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – სარეკლამო
ერევანში, სტეფან სარქისიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე
დღეს, 14 სექტემბერს, ბუნებრივი აირის მოწოდება ხარაგაულისა