
ამ წუთებში ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მიმდინარეობს.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეორე ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან სულ შვიდი მოსწავლე გადავიდა, სესიაზე მხოლოდ 3 მათგანი გამოცხადდა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ქართულის სესიის დამკვირვებელ ნათია კაციტაძის ინფორმაციით, წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან 70 მოსწავლე გადავიდა. მათგან ყველაზე მეტი გეოგრაფიაში მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიადის ფიზიკის სესიაში არც ერთი მოსწავლე არ მონაწილეობს.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წელს მეორედ მონაწილეობს მოლითის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ნათია არევაძე.
„ქართული ენა და ლიტერატურა სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად მიყვარს. ამიტომ გადავწყვიტე ოლიმპიადაში მიმეღო მონაწილეობა, რომ ამ საგანში ჩემი ცოდნა გადავამოწმო“, – ამბობს ნათია.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საგამოცდო ცენტრებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს, 10:00 საათიდან დაიწყო. მეორე სესია ისტორიაში დღეს, 15:00 საათზე, ჩატარდება. მონაწილეები საგამოცდო ცენტრებში სესიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ჩატარების განრიგი:
9 იანვარს:
10 იანვარს:
11 იანვარს:
12 იანვარს:
13 იანვარს:
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან