„გარეთ დეკემბრის ბოლო რიცხვები იწურება, სიცივეც ძვლებში ატანს, მაგრამ ადამიანთა სითბო გვაძლებინებს.
დღეს გამარჯობა უნდა ვუთხართ ახალ წელს. ამიტომ სიცივესა და უსიყვარულობაზე ფიქრის უფლება არ გვაქვს. ხარაგაულის მოსწავლეთა სახლი გპირდებათ, რომ მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება“, – ასე დაიწყო ხარაგაულის კინოთეატრში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ტრადიციული საახალწლო კონცერტი.
ღონისძიებაში მოსწავლეთა სახლის საესტრადო მუსიკის, საგალობლებისა და რიტმული ცეკვების წრეების მოსწავლეები ჩაერთვნენ. სცენაზე ერთმანეთს გუნდები და ინდივიდუალური შემსრულებლები ცვლიდნენ. მოსწავლეებთან ერთად სიმღერები შეასრულეს მოსწავლეთა სახლის მასწავლებლებმა და მშობლებმა.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ გამოცხადებული ეკონაძვის ხისა და ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:
ნომინაციაში
ყველაზე კრეატიული ნაძვის ხე – გაიმარჯვა ხარაგაულის #3 სკოლამ;
ყველაზე ბუნებრივი და სადა – #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ლაზარე ლომსაძე;
ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიური ნაძვის ხე – ლეღვნის საჯარო სკოლა;
ყველაზე უხვსამკაულიანი ნაძვის ხე – ბაზალეთის საჯარო სკოლა;
ჟიურის სიმპატია – ხიდრის საჯარო სკოლა.
საუკეთესო საახალწლო ფოტოები გადაიღეს და ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გახდნენ ლიზი დევდარიანი და ვატო მაღრაძე. გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისგან საახალწლო საჩუქრები გადაეცა.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.