28-29 სექტემბერს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და ფონდი არველაძის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეშვიდედ განხორციელდება ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი.
პროექტის ფარგლებში საქართველოს 64 ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად გადაეცემა 900 ლარიანი ვაუჩერი, რომელთა განაღდებასაც ისინი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განთავსებულ 30-მდე გამომცემლობისა და გამავრცელებლის სტენდთან შეძლებენ.
ბიბლიოთეკარებს საშუალება ეძლევათ სპეციალური კატალოგის მიხედვით, რომელიც მონაწილე გამომცემლების უახლეს გამოცემებს აერთიანებს, თავად გააკეთონ არჩევანი და შეიძინონ მათთვის სასურველი წიგნები.
პროექტის მიზანია, ცენტრალურმა ბიბლიოთეკებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიურად შეავსონ წიგნადი ფონდები გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს მაქსიმალურად მრავალფეროვანი თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ.
პროექტს გამომცემელთა ასოციაცია 2012 წლიდან კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებდა, წელს კი პირველად, პროექტს კერძო პარტნიორი ჰყავს და მას შოთა არველაძის პირადი ინიციატივით, ფონდი არველაძე აფინანსებს.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საბიბლიოთეკო მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ვაუჩერით შეძენილ წიგნებს სასოფლო განყოფილებებს გადასცემენ.
„გამომცემლობები კატალოგებს წინასწარ გვიგზავნიან, უმეტესად ისეთ წიგნებს ვირჩევთ, რომლებსაც მკითხველები ითხოვენ და ბიბლიოთეკაში არ გვაქვს. ვაუჩერით შეძენა ძალიან კომფორტულია, გამოფენაზე ჩვენს მიერ შერჩეულ წიგნებს თავად შეფუთავენ და ტრანსპორტირებასაც ისინი უზრუნველყოფენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 23 სასოფლო ბიბლიოთეკაა. 900-ლარიანი ვაუჩერი არც ისე ბევრია, თუმცა ვცდილობთ წლის განმავლობაში წიგნადი ფონდი სხვა საშუალებებითაც გავამდიდროთ“, – ამბობს ნანა ლურსმანაშვილი.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.