ჩვენ ორი კლასელი დავკარგეთ, ჩვენი ლიზი და ლუკა…
ვინც არ იცის, როგორი კლასელობა გვქონდა, დამერწმუნეთ, ვერც ამ ფოტოების შინაარსს ჩაწვდება ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ხომ ვიცით, განვიცადეთ, თუ რას ნიშნავს, გიყვარდეს ადამიანი მთელი გულით და მიიღო ისეთი, როგორიც არის.
სკოლა წელს დავამთავრეთ, სულ ახლა, რამდენიმე თვის წინ; უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით, არავითარ უარყოფით ემოციას არ ჰქონდა ადგილი ჩვენს გულებში. მთელი „ბოლო ზარისა“ და ქობულეთში გატარებული პერიოდი იყო ბედნიერებით, ლაღი ბავშვებით სავსე და არცერთს არ გვიფიქირია, თუ წინ როგორი განსაცდელი გველოდა…
გული გვტკივა, რადგან არ ვიმსახურებდით ამ ბედნიერი დღეების ასეთ გაგრძელებას, არ ვიმსახურებდით ორი კლასელის დაკარგვას იმიტომ, რომ არაფერი დაგვიშავებია, არ ვიყავით მზად იმისთვის, რომ ორი 17 წლის ბავშვი მიწისთვის მიგვებარებინა და უბრალოდ, არ ვიყავით მზად ამ შავი დღეებისთვის, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში უდიდეს ლაქად დარჩება…
ბოლოს, სანამ დავემშვიდობებოდით ერთმანეთს, პირობა დავდეთ, რომ არ დავივიწყებდით ამ დღეებს და როგორც შეგვეძლებოდა, სულ ერთად ვიქნებოდით. თუმცა, ერთად ყოფნაში არ გვიგულისხმია, რომ ჩვენი კლასელების პანაშვიდებზე გვევლო ერთად…
და ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ უსაზღვრო სიყვარული მაკავშირებს თითოეულ თქვენგანთან და გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავებს, რომ მეტმა აღარავინ დაგვტოვოთ.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.