

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 16-18 სექტემბერს ჭიათურაში ტურისტული ფესტივალის ჩატარება იგეგმება.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ტურისტული ბანაკი, ნაოსნობა, ველოტური, სპალეოტურიზმი; მეკლდეურობა და ვია ფერატას შოუ. წარმოდგენილი იქნება კერძები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს TAMADA და Loudspeakers.
ჭიათურის ტურისტული ფესტივალის გენერალური სპონსორია „ჯორჯიან მანგანეზი“. ფესტივალის მხარდამჭერები არიან – იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია. ფესტივალის პარტნიორია სვერის სათავგადასავლო ბანაკი.
„მოდი ჭიათურის ტურისტულ ფესტივალზე და მოიწყვე დაუვიწყარი თავგადასავალი“ – მოგვიწოდებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით
წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეოთხედ გამოცხადდა.
მიგრაცია, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის ნაკლებობა,
ხარაგაულელი გოგი ალავიძის საუკუნოვან ვენახებს, რომელიც სოფელ
დღეიდან, 14 ივლისიდან, საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა აღდგა.