

ხარაგაულის სამაშველო სამსახურის მეხანძრეები ამ წუთებში გოლათუბანში გაჩენილი ცეცხლის კერების ლიკვიდაციას ცდილობენ.
გოლათუბანში ხანძრის კერები მოლითის თემის სოფელ ბეჟათუბნიდან გადავიდა.
წიფაში მერის წარმომადგენლის, მაია გაჩეჩილაძის, ინფორმაციით, მოლითში (ბეჟათუბანთან) ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია.
რაც შეეხება გოლათუბანს, მეხანძრეები ხანძრის სალიკვიდაციოდ ამ წუთებშიც მუშაობენ.
მაია გაჩეჩილაძის თქმით, ხანძარმა ერთ ჰექტრამდე ტყის მასივი დააზიანა და ამჟამად ცეცხლი გოლათუბანთან ტყის პატარა მონაკვეთზეა დაჩენილი.
ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ საღამოს, გოლათუბანთან ცეცხლს სრულად ჩააქრობენ და ახალი კერების გაჩენის საშიშროებასაც ნაკლებადაა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის