რას ვითხოვთ? – იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ რა მოთხოვნები დადგა 24 ივნისს თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაზე.
ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება, ის გადასცეს „ეროვნული თანხმობის მთავრობას – ევროკავშირისთვის“, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მართავს სახელმწიფოს და მისი მიზანი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მომზადებაა; მათ შორის საარჩევნო, სასამართლო, ანტიკორუფციული და სხვა რეფორმების ჩატარება.
„ეროვნული თანხმობის მთავრობა“ მოამზადებს და პარლამენტს წარუდგენს ევროკომისიის რეკომენდაციებში ასახულ ყველა საკითხზე რეფორმების შესახებ კანონპროექტებს, გაატარებს პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას.
2022 წლის ბოლოს გარდამავალი ეტაპი უნდა დასრულდეს და ახალ, სამართლიან გარემოში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.
ეროვნული თანხმობის მთავრობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ საკუთარი სფეროს გამორჩეული სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია. მის შემადგენლობაში არ უნდა იყვნენ მოქმედი პოლიტიკოსები და არ ვაპირებთ ვიყოთ ის ადამიანებიც, რომლებსაც საერთო სახალხო მოძრაობის სახეებად გვხედავთ.
ეროვნული თანხმობის მთავრობას მხარი უნდა დაუჭიროს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც. ეს იქნება ძლიერი ნაბიჯიც დეპოლარიზაციისაკენ.
ჩვენ მოთხოვნის წამოყენების ეტაპზე არ ვასახელებთ მთავრობის წევრების კანდიდატურებს და ვტოვებთ გახსნილ სივრცეს მოლაპარაკებისთვის. თუმცა მთავრობის შემადგენლობა კონსესუსის წესით უნდა შეირჩეს.
კონსესუსის შემდეგ, კონსტიტუციური პროცედურის გამოყენებით, მოხდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელება და მთავრობის სამოქმედო გეგმის – „ევროკავშირისკენ“ წარმოდგენა, რომელსაც პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
ამავე თემაზე
ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში დასაკარგი დრო არ გვაქვს – ვანო ჩხიკვაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი