

დღეს, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი სპექტაკლის „მაცეკვე ტანგო“ პრემიერას გამართავს. სპექტაკლი 18:30 საათზე დაიწყება.
„მაცეკვე ტანგო“ ნინო მირზიაშვილის სცენარის მიხედვით შეიქმნა. სპექტკალის რეჟისორი ირინე ჩხეიძეა. მონაწილეობენ: ბათუ კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ვასილ კიკნაძე.
სპექტაკლი საერთაშორისო ფესტივალის „თეატრალური იმერეთის ფარგლებში გაიმართება. წელს „თეატრალური იმერეთი“ განსხვავებულ ფორმატით ტარდება, ფესტივალის ჟიური სპექტაკლებს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ნაცვლად მუნიციპალიტეტებში ესწრება.
„თეატრალური იმერეთი“ 16 ივნისს ზესტაფონის პროფესიულმა თეატრმა სპექტაკლით „ნუ გააღვიძებ“ გახსნა.
ფესტივალის ფარგლებში უკვე ჩატარდა ბაღდათის თეატრის სპექტაკლი „სოფლის აშიკი“, საჩხერის თეატრის – „ ნატვრის ხე“, ჭიათურის სახელმწიფო თეატრის – „მთავარი როლის შემსრულებელი“, ახალგაზრდული თეატრის „ივერიონი“ – „იადონას თეატრი“, ყაზახეთის რეგიონალური დრამატული თეატრი – „ხათუმა“.
ეს ფესტივალი წელს მეცამეტედ იმართება და მასში, ტრადიციულად, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრი ჩაერთვება. „თეატრალური იმერეთის ჟიურის წევრები არიან თეატრმცოდნეები – ლაშა ჩხარტიშვილი, მაკა ვასაძე და ნერონ აბულაძე.
„თეატრალური იმერეთი 2022“ პირველ ივლისს დასრულდება.
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების