სკოლებში სასწავლო წლის დასრულება შემაჯამებელი ღონისძიებებით აღინიშნა. ეს ღონისძიებები განსაკუთრებული იყო პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეებისათვის.
მარელისის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. კლასის დამრიგებელმა ნათია კიკნაძემ ღონისძიება ორიგინალურად დაიწყო.
„აქ მაქვს ჯადოსნური ყუთი, რომელშიც არის იმ მოსწავლის ფოტო, რომელიც კლასში ყველაზე გამორჩეული, ჭკვიანი, ნიჭიერი, სანდო და მოტივირებულია“, – თქვა ნათია მასწავლებელმა და თითოეულ მოსწავლეს ყუთში მოთავსებული ამ ფოტოს ნახვა სთხოვა. ღონისძიებაზე შეკრებილმა მაყურებელმა მოგვიანებით შეიტყო, რომ ყუთში მოთავსებულ სარკეში ყველა მოსწავლემ საკუთარი თავი დაინახა.
ღონისძიება პატრიოტული ლექსებითა და სიმღერებით გაგრძელდა. საბა არევაძემ, ნიკოლოზ და ირაკლი ჭყოიძეებმა, ნიკოლოზ ცისკაძემ, ბარბარე ფქციალაძემ, ბელა და ელენე ლორთქიფანიძეებმა საქართველოსადმი მიღვნილი ლექსები დიდი გრძნობით წაიკითხეს.
„მაქსიმალურად ვეცადე მათთვის ის ცოდნა მიმეცა, რაც მეხუთე კლასში გამოადგებათ, – ამბობს კლასის დამრიგებელი ნათია კიკნაძე,- მეორე კლასში იყვნენ ჩემი მოსწავლეები, როცა პანდემია დაიწყო და სწავლის გაგრძელება ონლაინ რეჟიმით მოგვიწია. ამის გამო მათ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები მაქსიმალურად კარგად აითვისეს. თითოეული მათგანი კონპიუტერში უკეთ აკეთებს პრეზენტაციას, ვიდრე კლასში.
13 წელია ამ სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. ჩემი „დაფრთიანებული“ მოსწავლეები უკვე სტუდენტები არიან. ამ კლასის თითოეული მოსწავლეს ერთმანეთის თანაგრძნობა და სიყვარული გამოარჩევთ. მოწესრიგებულები, კომუნიკაბელურები, სანდო და მეგობრულები არიან, ძალიან კარგად ასრულებენ ჯგუფურ სამუშაოებს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ბავშვები გამორჩეულები არიან ადამიანობითა და იმ თვისებებით, რომლებიც მათ კარგ მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს.
ჩემ კლასში ჩატარებულ თითოეულ ღონისძიებაზე ვცდილობ, რომ პატრიოტული მოტივები წინა პლანზე წამოვწიო. დღევანდელი ღონისძიებაც ასეთია. მე საღანძილეში ვცხოვრობ. ძალიან მაწუხებს სოფლების დაცლა და მიგრაცია. ვთვლი, რომ სამშობლოს, თავიანთი კუთხის სიყვარული მოსწავლეებმა დაწყებით კლასებში უნდა შეითვისონ, რომ სწავლის დასრულების შემდეგ კვლავ თავის კუთხეს დაუბრუნდნენ და აქაურობაზე იზრუნონ“.
ღონისძიების ბოლოს მარელისის საჯარო სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ თითოეულ მოსწავლესა და კლასის დამრიგებელს სამახსოვრო სიგელები გადასცა და სკოლისგან მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.