

„ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული კონკურსის „დაწერე მინიატურა“ გამარჯვებულები გამოვლინდა.
ვებგვერდის რჩეული გახდა მინიატურა „მაპატიე, დედა!“ ამ მინიატურის ავტორი ხიდრის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე მარიამ ჩაჩანიძეა. ვებგვერდის რჩეულს გამომცემლობა „ინტელექტისგან“ საჩუქრად გადაეცემა 100-ლარიანი ვაუჩერი;
ჟიურის რჩეული გახდა მინიატურა – „არასდროს დამავიწყდები“. ავტორი – ნინი გირკელიძე (გია გოგუას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოხვაურის სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე). ჟიურის რჩეულს, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუასგან“ საჩუქრად გადაეცემა 100-ლარიანი ვაუჩერი;
„ახალი განათლების“ რჩეულია მინიატურა „მავთულხლართები“, ავტორი – დაჩი მარველაშვილი (თბილისის კერძო სკოლის „ჰელიოსი“ მე-11 კლასის მოსწავლე). რედაქციის რჩეული საჩუქრად მიიღებს 200 ლარს;
სპეციალური პრიზი დააწესა გამომცემლობა „აგორამ“. მისი რჩეულია მინიატურა „ბინდი ყველაფერში“, ავტორი – მარიამ გოგობერიშვილი (საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. არგვეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე). გამომცემლობა თავის რჩეულს წიგნების ნაკრებს გადასცემს.
ხიდრის სკოლის მოსწავლე მარიამ ჩაჩანიძე ამ გამარჯვებით ძალიან გახარებულია. ის მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის.
ვულოცავთ მარიამს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც ხვალ,
2025 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
მუნიციპალიტეტებს ცენტრალური ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებში
„ჩვენი ადვოკატი შეხვდა ლიკა ბასილაიას თბილისის დროებითი მოთავსების N2