წარმოიდგინეთ დასავლეთ საქართველოში იმერეთის რეგიონის სოფელ მანდაეთში ზღვის დონიდან 825 მეტრის სიმაღლეზე ტბასთან ახლოს გაშენებული და ტყეებით და მთებით გარშემორტყმული ჩაის ბაღები.

სწორედ აქ შპს „აგრო კულტურა +“-ს უნიკალური არომატისა და მდიდარი გემოს მქონე საკუთარი ორგანული ჩაი მოჰყავს. ეს არომატი და გემო მხოლოდ საქართველოს მთაში მოყვანილ ჩაის ახასიათებს.

შპს „აგრო კულტურა+“ 2018 წელს დაარსდა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით მიტოვებული ჩაის პლანტაციის აღდგენა მოხდა, ამ პროცესის მიზანს მთის ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხის ორგანული ჩაის მოყვანა წარმოადგენდა.

რეგიონის მკაცრი კლიმატი სერიოზულ უპირატესობას ქმნის: უაღრესად ცივი ზამთარი ჩაის ბუჩქებს დაავადებებისგან ბუნებრივად იცავს, რის შედეგადაც ამ ადგილზე მთელ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩაის მოყვანა ხდება.

პირველივე დღიდან „აგრო კულტურა+“-ის მიზანს მაღალი ხარისხის და მდიდარი გემოვნების მქონე ჩაის წარმოება წარმოადგენდა, რის გამოც კომპანიამ უარი თქვა პესტიციდების გამოყენებაზე და მთელი სამუშაო პროცესის ხელით წარმოება გადაწყვიტა.

„ადამიანი შინაგანათ უკეთ გრძნობ თავს როდესაც იცი, რომ ის რასაც აწარმოებ, არ შეიცავს ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს და რომ ეს ჯანსაღი პროდუქციაა,“ – ამბობს „აგრო კულტურა+“-ის დამფუძნებელი გიგა კიპაროიძე.

ორგანული ჩაის ფოთლებს ხელით კრიფავენ, მათი გადამუშავება და შეფუთვა იმ საწარმოში ხდება, რომელიც ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ „გრეტას“ მხარდაჭერით აშენდა. გარდა ამისა, შპს „აგრო კულტურა+“-მა მისი წარმოების გასაზრდელად საჭირო შემდეგი სახის აღჭურვილობის შეძენა შეძლო: როლერი, ჩაის საშრობი და შესაფუთი დანადგარები. გარდა ამისა, საწარმომ ბიო სერტიფიცირებისთვის ნაწილობრივი სუბსიდირებაც მიიღო.

„დონორების მიერ პროექტ „გრეტას“ მეშვეობით გაწეულ დახმარებას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა,“ – ამბობს გიგა კიპაროიძე, – ვხედავთ, რომ პროექტი არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მთელი პროექტის განმავლობაში, ჩვენი მიზნების განხორციელებამდე, გვეხმარება. შუა გზაში არ გვტოვებენ.“

გიგა კიპაროიძეს მიაჩნია, რომ მის კომპანიას დიდი წვლილი შეაქვს ადგილობრივ დონეზე სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში და ასევე მთიან რეგიონებში არსებული სოფლებიდან მიგრაციის შემცირების საქმეში. დღესდღეისობით „აგრო კულტურა+“-ის ჩაის პლანტაციაში 10 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ჩაის მთელი წლის განმავლობაში აწარმოებენ.

ზაფხულში ჩაის კრეფაზე 25 ადამიანია (ძირითადად ქალები) დასაქმებული. თანამშრომლების მეშვეობით კომპანია 2022 წლის სექტემბერში 4 ტონა ჩაის მოკრეფას გეგმავს. ეს „აგრო კულტურა+“-ის ცხოვრებაში ახალი ფურცლის გადასაშლელად საკმარისი რაოდენობაა: კომპანია საკუთარი პროდუქციის საქართველოში გაყიდვას და ასევე მისი ევროპაში და აზიაში ექსპორტს გეგმავს.

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

პროექტი მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებს და ჩართულები არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან.

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში და ასევე EU4Business-ის კომპლექსურ პროგრამასთან თანამშრომლობით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პროექტი GRETA და EU4Business-ის კომპლექსური პროგრამა და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

ამავე თემაზე 

ჩაის ქართველი მწარმოებელი საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის ემზადება

ქართველი მეწარმე მიტოვებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით ახორციელებს