12 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებას აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში სამეუფეო წირვა აღევლინა. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე)მსახურება ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად ჩაატარა.
„დღეს გამორჩეული დღე გახლავთ საქართველოში, – მიმართა მრევლს მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე), – ანდრია პირველწოდებულმა ჩვენს ეპარქიაში მთა რკინისჯვარზე აღმართა ცხოველსმყოფელი ჯვარი. დღესვე, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება. ღვთისმშობლის წილხვდომილობა ჩვენთვის ამპარტავნების საფუძველი არ უნდა გახდეს, პირიქით ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამ სახელს სჭირდება გაფრთხილება, უფრო მეტი უნდა ვიღვაწოთ, რომ ღირსეულად ვატაროთ ეს სახელი“.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის გიმნაზიის პედაგოგებისა და მოსწავლეების ხელშეწყობით, დაიწერა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ხატი, რომელიც მეუფე მელქისედეკმა აკურთხა. ხატი სკოლის შენობის პირველ სართულზე განთავსდა.
ხარაგაულის გიმნაზიაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, გიმნაზიის მოსწავლეები მსმენელის წინაშე საგალობლებით, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ.
ღონისძიების ბოლოს ხარაგაულის გიმნაზიის შესასვლელ კარებთან მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ვარსკვლავი გაიხსნა.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.