ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაში პროექტის „შეხვედრა მწერალთან“ ფარგლებში საბავშვო მწერალი ვასო გულეური მკითხველებს შეხვდა.
ხარაგაულის გიმნაზიის, #2 და მარელისის საჯარო სკოლების მეორე კლასის მოსწავლეებმა ვასო გულეურს უამრავი შეკითხვა დაუსვეს, მისი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს, სიმღერები და საგალობლები შეასრულეს.
„თბილისში, მწერალთა სახლში გვაქვს პროექტი „სტუმრად მწერალთა სახლში“, რომლის ფარგლებშიც თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ვიწვევთ და მათთვის საინტერესო ნაწარმოებებს განვიხილავთ ან სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ, – ამბობს მწერალი ვასო გულეური, – თქვენთან ურთიერთობა ჩემთვის ყოველთვის საინტერესო და სასარგებლოა. ხშირ შემთხვევაში თქვენ „მიბიძგებთ“ ახალი ნაწარმოების შექმნისკენ.
რაც მამა გავხდი, მას შემდეგ საბავშვო ლექსების წერა უფრო აქტიურად დავიწყე. შემდეგ პროზაული ნაწარმოებების შექმნაც გადავწყვიტე. ახლა, დაახლოებით, 22 საბავშვო წიგნი მაქვს გამოცემული. მიყვარს ხატვა და ჩემს ნაწარმოებებს, ხანდახან, ილუსტრაციებით თვითონვე ვაფორმებ“.
„საბავშვო ბიბლიოთეკაში მოსული მოსწავლეები ვასო გულეურის წიგნებით ხშირად ინტერესდებიან, – ამბობს ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარი სოფო ლაცაბიძე, – მისი ნაწარმოებები თანამედროვე, აქტუალური და მხიარულია. ამიტომ ვასო გულეურის მოწვევა გადავწყვიტეთ. შევეცდებით, მოვავალშიც მწერლები ამ ნიშნით შევარჩიოთ.“
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.