ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ითხვისი დაბლა მიიწევს და ფაქტობრივად, ინგრევა.
ამ სოფლამდე მისასვლელი გზები წყდება და ითხვისი, ფაქტობრივად, შუაგულში ექცევა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლების სარდაფები წყლით აივსო, ყველაფერი დატყდა, მიწები და სახლები დაიბზარა, ეზოებში მიწამ დაბლა დაიწია, ჭურები სიღრმეში ჩავიდა.
რამდენიმე ოჯახმა სახლები დაცალა, რადგან საცხოვრებლად საშიში გახდა და ნათესავებს მიაშურა.
შექმნილი მდგომარეობის გამო, ითხვისს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა. ბუნებრივ აირსაც თიშავდნენ, რადგან გაზსადენი მილები დაიჭიმა და ავარიების საფრთხე შეიქმნა. თუმცა, ითხვისელების თხოვნით, გაზის გათიშვა, დროებით, გადავადდა.
მეგრელიშვილების უბანთან კლდე გადამსკდარია და შესაძლოა, ჩამოიშალოს.
ნაპრალები დღითიდღე იმატებს. ითხვისელები, საშიშროების მოლოდინში, დღედაღამ ჩაცმულები, სახლებიდან გასაქცევად მზადყოფნაში იმყოფებიან.
ადგილობრივების განცხადებით, ითხვისში გადაწყვეტილების მიმღებ პირთაგან, ჯერჯერობით, არავინ გამოჩენილა.
არადა, მდგომარეობა საგანგაშოა და სასწრაფოდ ყურადღებას საჭიროებს.
ითხვისელები ვარაუდობენ, რომ ამ სოფლის ქვეშ მადანს მოიპოვებენ და ეს პროცესები ამან გამოიწვია.
ჯულიანა გოგატიშვილის ფოტოები
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.