ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, პეტრე შარიქაძის ინფორმაციით, ხარაგაულში 188 პროექტის განხორციელება იგეგმება. მისი თქმით, ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 890 ათასი ლარი გამოიყო. ხარაგაულის 79 სოფელში პროექტების შესრულებისთვის 318 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით დაემატება.
მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, სოფელში მოსახლეობამ რამდენიმე პროექტის განხორციელება მოითხოვა. ეს პროექტები პრიორიტეტების მიხედვით დალაგდა. ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ, შესაძლოა, სოფლისთვის გამოყოფილი თანხა ყველა პროექტს არ ეყოს. თუმცა, კრების ოქმებით განსაზღვრულია პრიორიტეტები.
ხარაგაულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობასთან შეხვედრები 28 თებერვალს დაიწყო და 14 მარტს დასრულდა.
ამ პროგრამით მოსახლეობისგან შერჩეული პროექტები ხარაგაულის საკრებულომ 22 მარტს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.
ფოტოზე: მოსახლეობასთან შეხვედრა სხლითში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი