„მიუხედავად იმისა, საქართველო შეუერთდება თუ არა რუსეთზე დაწესებულ სანქციებს, მაინც მივიღებთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებს რუსეთიდან.
რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო მნიშვნელოვნად შემცირდება ექსპორტი და ფულადი გზავნილები (ტურიზმი ისედაც შეამცირა პანდემიამ 86%-ით).
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმით კი არ უნდა ტრაბახობდეს, რომ რუსულ ბაზარზე დავბრუნდით, უნდა გვესაუბრებოდეს, რა გეგმები აქვს რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო საქართველოს შემოსავლების კლების წინააღმდეგ.
ახლა ჩვენი მთავრობა აქტიურად უნდა ესაუბრებოდეს დასავლეთის ქვეყნებს დამატებითი გრანტების გამოყოფაზე, მაგრამ გავიხსენოთ, შარშან როგორ არჩიეს სასამართლოში კლანის შენარჩუნება ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს შეღავათიან კრედიტს. ამით არა მარტო ამ 75 მლნ-ზე, ზოგადად გრანტების და შეღავათიანი დაფინანსების პერსპექტივაზე თქვეს უარი.
ირაკლი ღარიბაშვილის იაფი, მათ შორის პრორუსული პროპაგანდა (2008 წლის ომი ჩვენი ბრალია და რუსეთის გარეშე ეკონომიკურად ვერ განვვითარდებით), გათვლილია მისი ამომრჩევლის ნაწილზე, რომელსაც ან ტვინი არ აქვს, ან სინდისი ან ორივე ერთად.
რუსეთი ოკუპანტიც რომ არ იყოს, საშუალოდ 5 წელიწადში ერთხელ ეკონომიკურ კრიზისშია და არ არის მასზე ჩამოკიდება უსაფრთხო. წლებია ვიძახით ამას, მაგრამ გისმენს ვინმე, – წერს სოციალურ ქსელში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი, ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.