

ბოლო 24-საათში ხარაგაულში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობა, წინა კვირებთან შედარებით, შემცირდა, თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.
„ყველას მოვუწოდებ, პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში ატარონ და რაც მთავარია, აიცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, – ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ეპიდემიოლოგიური ვითარება, შესაძლოა, ისევ დამძიმდეს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ის პირველად დადასტურებიდან (2021 წლის 15 ოქტომბერი) 25 თებერვლამდე, კორონავირუსით 5156 პირი დაინფიცირდა, მათგან 4530 გამოჯანმრთელდა, 47 გარდაიცვალა.
ამჟამად 579 ინფიცირებულიდან 18 სტაციონარში მკურნალობს, თვითიზოლაციაში 62 მოქალაქე იმყოფება.
მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა კორონავირუსით ინფიცირების გამო ხარაგაულის #3 სკოლა 28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადის. ეს ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოვიპოვეთ. მისივე თქმით, მომავალი კვირიდან, ჯერჯერობით, დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლიდან მხოლოდ ეს ერთი სკოლა იქნება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის