

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით „ხარაგაულისთვის“ შეიქმნა.
ეს ფრაქცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ფრაქციის თავმჯდომარეა კონსტანტინე ბერაძე. ის ხარაგაულის საკრებულოს წევრი გახდა პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“. მისი მოადგილეა ომარ გაგოშიძე, რომელიც დეპუტატია პარტიიდან „ლელო.“ ამავე ფრაქციის წევრია ირმა ვეფხვაძე პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“.
ხარაგაულის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ოთარ ლურსმანაშვილის თქმით, კომისიამ ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დოკუმენტაცია შეისწავლა და ის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 30-ე მუხლისა და საკრებულოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ხარაგაულის საკრებულოში ამ დრომდე ორი ფრაქცია ფუნქციონირებდა.
ფოტოზე: ახალშექმნილი ფრაქციის „ხარაგაულელებისთვის“ თავმჯდომარე კონსტანტინე ბერაძე და ფრაქციის წევრი ირმა ვეფხვაძე
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.