

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 2022“ იწყება.
ამის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილისგან მოვიპოვეთ. მისი ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები, პროექტების შესარჩევად, აუცილებლად უნდა შედგეს.
„დრო რომ არ დავკარგოთ, მერიის პასუხისმგებელი პირებისგან მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის მინიმუმ ორი-სამი ჯგუფი შედგება, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – გვინდა, შეხვედრები რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ და სამუშაოები დროულად დავიწყოთ.
2021 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 890 000 ლარი გამოეყო. ამ თანხით 150-მდე პროექტი განხორციელდა. სოფლისთვის დაფინანსების გამოყოფის კრიტერიუმები არ შეცვლილა და, სავარაუდოდ, არც თანხის ოდენობა შეიცვლება.
დაფინანსების გაზრდას მივესალმები, რადგან წელს ამ თანხით გაცილებით ნაკლები საქმის გაკეთებას შევძლებთ; მაგალითად, წყლის სისტემების მოწყობისთვის საჭირო ავზებისა და მილების ფასი, წინა წლებთან შედარებით, გაძვირდა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ორშაბათიდან, 21 თებერვლიდან, დავიწყებთ“, – ამბობს ხარაგაულის მერი.
შეგახსენებთ, რომ
ხარაგაულის თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკს აზუსტებენ.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას როგორც კი ამ გრაფიკს მოვიპოვებთ, ჩვენს მკითხველებსაც დაუყოვნებლივ გაგაცნობთ.
ფოტოზე – ბაზალეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე; 15 თებერვალი, 2021 წ.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი