ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გასულ შაბათ-კვირას ინფიცირებულ 69 მოქალაქეს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ეს მონაცემი რეალურად ინფიცირებულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახავს; რადგან პირები, რომლებიც covid-19-ის მსუბუქი ფორმით დაავადდნენ, თავისივე გადაწყვეტილებით, არ იტესტებიან.
გასულ კვირასთან შედარებით, უმნიშვნელოდ იკლო ტესტირების საჭიროების მქონე პირთა მიმართვიანობამ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 50-მდე პირი კორონავირუსით განმეორებით დაინფიცირდა.
გუშინ სოფელ ზარანში კორონავირუსით გარდაიცვალა 70 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ამ მომენტისთვის, არ ფლობენ ინფორმაციას, გარდაცვლილი მამაკაცი იყო თუ არა კოვიდვაქცინით აცრილი.
დღეს, 14 თებერვალს, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების მედპერსონალს. მათი PSR ტესტირების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ამ კვირაში დაიწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მასწავლებელთა ტესტირება. Covid-19-ზე აცრილი პედაგოგები ორ კვირაში ერთხელ PSR ტესტით, ხოლო აუცრელები – კვირაში ერთხელ სწრაფი ტესტით იტესტებიან.
შეგახსენებთ, რომ სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთაც ტესტირების დაწესებულებამდე გადაადგილება ფიზიკურად არ შეუძლიათ, გამსვლელი ბრიგადა ბინაზე მოემსახურება. მხოლოდ, ამისთვის უნდა დაუკავშირდეთ თავიანთი სოფლის რწმუნებულს (მერის წარმომადგენელს) ან ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ალექსანდრე ტაბატაძეს ტელეფონით – 599 37 23 72.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ და მოგიწოდებთ, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.