

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 21 საბავშვო ბაღიდან დღეს, 7 თებერვალს, სწავლა შვიდ საბავშვო ბაღში ვერ განახლდა.
ამის მიზეზი, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, აღსაზრდელთა მიუსვლელობა გახდა.
„ვახანის, ვარძიის, წყალაფორეთის, ხიდარის, ბორის, ღორეშისა და გედსამანიის საბავშვო ბაღებში დღეს არც ერთი აღსაზრდელი არ მივიდა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ამის მიზეზი ზოგან დიდთოვლობაა, ზოგან კი მშობლებმა, კორონავირუსის გავრცელების გამო, შვილები საბავშვო ბაღებში არ მიიყვანეს.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული 600 აღსაზრდელიდან სულ 53 აღსაზრდელი გამოცხადდა. სავარაუდოდ, ასეთი დაბალი მაჩვენებელი კვირის ბოლომდე გაგრძელდება“.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის