ხარაგაულის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლებისგან შეწუხებული და შეშინებული მოსწავლე თეკლა ებანოიძე ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:
„ზოგადად, არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ დღეს იმდენად საშინლად და დამცირებულად ვიგრძენი თავი, რომ ვერ მოვითმინე, არ დამეწერა და ხმა არ ამომეღო, – წერს თეკლა, – მიუხედავად იმისა, რომ მაბრკოლებს სხვისი უაზრო კომენტარები – „პოლიტიკა რა ბავშვის საქმეა“.
ეს საერთოდ არ ეხება პოლიტიკას. ეს ელემენტარული რამეა, რაც შეიძლება ამ საუკუნეში ადამიანმა მოითხოვოს.
გუშინ საღამოს, მეგობრებთან ერთად, მასწავლებლიდან შინ ვბრუნდებოდი. როგორც იცით, ქუჩებში უამრავი მიუსაფარი ძაღლია და გზა ყველგან განათებული არ არის. ეს პრობლემა, წლებია, ასეა. მე ამას არ ვაქცევდი ყურადღებას და არ აღვიქვამდი დიდ პრობლემად, მანამ, სანამ ცუდ სიტუაციაში არ ჩავვარდი.
როგორც ვთქვი, მასწავლებლიდან მოვდიოდით. მთელ ხარაგაულში გაითიშა შუქი (რაც ძალიან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა უკვე). მერე ჩვენს აფორიაქებას ძაღლებიც აყვნენ და გამოგვეკიდნენ. გავიქეცით, მაგრამ ძაღლები ვერ მოვიშორეთ. ამ სირბილში ფანარიც ვერ ჩავრთეთ. ყველაზე სამწუხარო ის იყო, – კაციშვილი არ იყო გარშემო, რომ მოგვშველებოდა.
თუ თავის შეფარება დაგჭირდა, „დეილში“ ან „მაგნიტში“ უნდა გაიქცე, სხვა საშველი არაა. მაგრამ მადედანაც შორს ვიყავით. საბედნიეროდ, სახლთან ახლოს ვიყავით და მივასწარით. დღეს კარგი, გადავიტანე ეს სიტუაცია, მაგრამ ერთი წელი ისევ უნდა ვიარო მასწავლებლებთან და ამ სიტუაციაში რომ მარტო აღმოვჩნდე, წარმოდგენაც არ მინდა.
ალბათ მაქვს იმის უფლება, რომ ოცდამეერთე საუკუნეში მქონდეს უსაფრთხოების შეგრძნება და ყოველ ნაბიჯზე არ უნდა ვლოცულობდე, სადღაც სიბნელიდან რომელიმე ძაღლი არ გამოხტეს, ან ვაითუ შუქი წავიდეს და ფანარი სულ თან მქონდეს. მე მგონი, ვიმსახურებ იმას, რომ თავი დაცულად ვიგრძნო.
ამ პოსტს ჩემი მეგობრების და თანატოლებისთვის ვწერ, განსაკუთრებით იმათთვის ვინც 24/7 მასწავლებლებთან დადიან. თქვენ როგორ გრძნობთ თავს? ფაქტია, რომ დღეს ცუდ სიტუაციაში ჩავვარდი და ძალიან შევშინდი, იმდენად, რომ სახლიდან გასვლის სურვილი საერთოდ აღარ მაქვს.
კაი, მე დავიძვრინე დღეს თავი, მაგრამ ხვალ სხვა ჩავარდებით ამ სიტუაციაში და ვაითუ მარტო იყოთ, მართლა ვერავინ მოგეშველებათ“.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.